რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

ჟურნალისტი ეკატერინა გორდონი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს

gordonzabab

რუსმა ტელე და რადიო წამყვანმა, ჟურნალისტმა, რეჟისორმა და მომღერალმა ეკატერინა გორდონმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ განცხადება თავის ვებგვერდზე გაავრცელა.

გორდონის თქმით ის იქნება ქალებისა და ბავშვების უფლებებისათვის მებრძოლი კანდიდატი. მისი თქმით რუსეთი მარტოხელა დედების ქვეყანაა და მათი პრობლემები არავის ადარდებს.

37 წლის ეკატერინა გორდონი 2 შვილის დედა და იურიდიული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გლამურული საზოგადოების წარმომადგენელი არ არის და კრემლთან არანაირი კავშირები არ აქვს. გორდონის თქმით ის იქნება კანდიდატი ყველას წინააღმდეგ.

კომენტარები