საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ა.წ. 1 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი.
"მისი ჩამოსვლის მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მიწვევა რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.
მეუფე ილარიონმა განაცხადა, რომ ასევე მიპატიჟებულნი არიან ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქები და სხვა საპატიო სტუმრები.
კათოლოკოს-პატრიარქმა ილია II მადლობა გადაუხადა სტუმარს ჩამობრძანებისა და რუსეთის ეკლესიის სახელით მიპატიჟებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.