სექსუალური შევიწროება

GOSSIP GIRL-ის მსახიობს ედ ვესტვიკს გაუპატიურებაში ბრალს კიდევ ერთი ქალი სდებს

Us Weekly

კრისტინა კოენის შემდეგ Gossip Girl-ის მსახიობს ედ ვესტვიკს გაუპატიურებაში ბრალს კიდევ ერთი მსახიობი ქალი სდებს.

აურელია უინის თქმით, 2014 წლის ივლისში ის ვესტვიკის სახლში წვეულებაზე იყო და სტუმრების ოთახში ეძინა, როდესაც მასზე იძალადეს.

"კრისტინასავით, მას [ედ ვესტვიკს] უარი ვუთხარი, მაგრამ მან ხელი მკრა და მე მის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდი. მე საბანაო კოსტუმი მეცვა, რომელიც მან ტანზე შემომახია, შოკში ჩავვარდი, რადგან მასთან შედარებით ძალიან პატარა ვიყავი. როდესაც ყველაფერი მორჩა, მე ტელეფონით იმ გოგოს დავუკავშირდი, ვინც წვეულებაზე დამპატიჟა - ის სახლში აღარ იყო."-წერს აურელია უინი 

უინის თქმით, მან ამ ინცინდენტის შესახებ თავის შეყვარებულს, Glee-ს მსახიობს მარკ სელინგს უთხრა.

"მე ვუთხარი მარკს, რომ გამაუპატიურეს, როდესაც მან აღმოაჩინა ეს ვინ ჩაიდინა, თავის მოჩვენება დაიწყო თითქოს არაფერი იცოდა, შემდეგ ეს ყველაფერი მე დამაბრალა და დამშორდა."- წერს აურელია უინი.

რამდენიმე დღის წინ ედ ვესტვიკს გაუპატიურებაში ბრალი კრისტინა კოენმაც დასდო.

კომენტარები