პირველი არხის ინფორმაციით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს.
მაუწყებლის ცნობით, განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც 2014 წლის 1 იანვარს შეიქმნა, მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს.