რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

რუსული მედიის ცნობით, პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

Getty Images

რუსული მედიაჯგუფის РБК-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის გააკეთებს განცხადებას გადაწყვეტილების შესახებ თავად ვლადიმირ პუტინი.

სახელმწიფო მეთაურს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთება ფედერაციის საბჭოს მიერ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დანიშვნამდე და დანიშვნის შემდეგაც შეუძლია.

ფედერაციის საბჭო არჩევნების დანიშვნის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას 7-დან 17 დეკემბრამდე პერიოდში გააკეთებს.

ზოგიერთი ვერსიით, პუტინი საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ განცხადებას 22-23 დეკემბერს დაგეგმილ "Единая Россия"-ს ყრილობაზე გააკეთებს.

РБК-ს ცნობით, პუტინი პრესკონფერენციას 14 დეკემბერს გამართავს.

კომენტარები