ე.წ ქართული მარში

ქართული მარში ქუთაისში სტადიონთან აქციას მართავს, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

ტვ პირველი

ქუთაისში, ტორპედოს სტადიონთან, სადაც საქართველოსა და ბელორუსის საფეხურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი უნდა გაიმართოს, ქართული მარში აქციას მართავს. 

მათი განცხადებით, ისინი სპორტში ლგბტ პროპაგანდას აპროტესტებენ. 

პარლელურად სტადიონზე თამაში მიმდინარეობს. მატჩი 18:00-ზე დაიწყო.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ცოტა ხნის წინ აქ სპეციალური დანიშნულების რაზმიც გამოჩნდა.  

ქართული მარშის პროტესტი გურამ კაშიას ჟესტს მოჰყვა, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე კაპიტანმა და ჰოლანდიური ვიტესის მცველმა გურამ კაშიამ ჰერაკლესის წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT თემის მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. 

კომენტარები