სტრუქტურული ცვლილებები

დოლიძე სტრუქტურულ ცვლილებებზე: ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება

მეტი ეფექტურობის თვალსაზრისით ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. არ მინდა, რომ რაღაცა სპეკულაციისთვის ვინმეს დარჩეს რაიმე ღია ფანჯარა. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო დაგეგმილი, ეს არის დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ ფინანსურადაც, გათვლებითაც, როდესაც დაიწყება უკვე პროცესი, ზუსტად იმ მიზნების განსახორციელებლად, რასაც ჰქვია მეტი ეფექტურობის განხორციელება და ნაკლები ბიუროკრატია, აუცილებლად გაკეთდება ეს საქმე.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სამინისტრო გაუქმდა და სხვა უწყებას მიუერთდა. მათ შორის არის ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.

კომენტარები