კალიფორნიელმა წყვილმა, ეშლი შმეიდერმა და ჯეიმს სისონმა ევერესტზე იქორწინეს.
წყვილი ერთი წლის განმავლობაში გეგმავდა ექსპედიციას, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ ევერესტზე თვითონ უნდა ასულიყვნენ და იქ ექორწინათ.
ისინი, ფოტოგრაფთან ერთად სამი კვირის განმავლობაში მიიკვლევდნენ გზას 8.848 მეტრის სიმაღლის მთაზე, ასვლის შემდეგ კი ქორწილი იქ გადაიხადეს.