25 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე 29 ოქტომბერს და გაიხსენეთ, რას ითხოვდა ეს ხალხი. ეს ხალხი ითხოვდა მთავრობის გადადგომას. აი, აქაც, წამოვიდნენ გარკვეულ დათმობებზე, რომ იცვლება მთავრობის შემადგენლობა და ოპტიმიზაცია მოიყვანეს მოტივად. ახლა, ესეც არის, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, კვირიკაშვილის მხრიდან, არა სისტემური ცვლილებების განხორციელების სურვილი, არამედ თვითგადარჩენის მიზანი. რომ ის გადარჩეს, შეინარჩუნოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება და მოახდინონ რაღაცა ფასადური ცვლილებები ჩვენს დასამშვიდებლად. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემურ და ძირეულ ცვლილებებზე, მაშინ თვითონ კვირიკაშვილი უნდა წავიდეს, პირველ რიგში, როგორც ამ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი და მე ვეუბნები მას, კიდევ ერთხელ, რომ შემდეგი გაჩერება თქვენ იქნებით.
სამთავრობო ცვლილებები
ინაშვილი პრემიერს: თანამდებობიდან უნდა წახვიდეთ, შემდეგი გაჩერება თქვენ იქნებით
tbl.ge/2mf9
დაკოპირდა
პატრიტოთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი TV პირველის ეთერში სამთავრობო ცვლილებების შესახებ.
ამავე თემაზე
- ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა
- მდინარაძე: უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ იონათამიშვილის კანდიდატურა წარვადგინე
- გახარია: ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი – ივანიშვილი
- ზვიად ყიფიანი: ჯანდაცვის მინისტრად არ ვინიშნები, არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება
- მდინარაძე: პრემიერსაც მივწერე, ტყუილია, რომ ჯანდაცვის მინისტრად ზვიად ყიფიანს წარადგენს