თბილისის ახალი მთავრობა

კალაძე თბილისის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად ხვალ წარადგენს

თბილისის მერია

თბილისის ახალი მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად ხვალ წარადგენს. თბილისის საკრებულოს სხდომა ხვალ 17:00 საათზე არის ჩანიშნული.

თბილისის ახალ მერს 5 მოადგილე ეყოლება. ესენი არიან: ირაკლი ხმალაძე, მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი.

რაც შეეხება გმგებლებს, კახა კალაძის მიერ შერჩეული გუნდი ასე გამოიყურება:

საბურთალოს რაიონი - გაიოზ ვასაძე;

ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე (პოსტი შეინარჩუნა).

ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე (პოსტი შეინარჩუნა).

დიდუბე - ირმა ზავრადაშვილი (პოსტი შეინარჩუნა).

ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე (პოსტი შეინარჩუნა).

კრწანისი - ლევან ჯაფარიძე;

გლდანი - ბექა მიქაუტაძე. (საბურთალოს ყოფილი გამგებელი).

მთაწმინდა - დავით კირკიტაძე;

ისანი - კახა ლაბუჩიძე;

სამგორის რაონი - დავით კერესელიძე;

კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებიც დაასახელა მათ შორის ერთერთი უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსობის კანდიდატი ნიკოლოზ ჭონქაძეა, რომელიც სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით FACEBOOK-ზე ჰომოფობიურ პოსტებს წერდა. ასევე, ამბობდა, რომ "უცხოელთა მასიური ჩამოსახლებები და დამკვიდრება" აღიზიანებს და ამაში "სერიოზულ საშიშროებას ხედავს".

კომენტარები