ხანძარი რესტორან თაღლაურაში

რესტორან "თაღლაურაში" ხანძარი ლიკვიდირებულია

timer.ge

თბილისში, ვახუშტის ხიდთან ახლოს მდებარე რესტორან "თაღლაურაში" ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

ხანძარს 10-მდე სამუშაო ბრიგადა აქრობდა. სააგენტოს ცნობით, რესტორანთან კვლავ რჩება 2 სახანძრო ბრიგადა პრევენციის მიზნით.

რესტორანში ხანძარი 23 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზი.

კომენტარები