სასულიერო პირები აშშ-ში

მეუფე იაკობი: ოკუპაციის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი არის აშშ

მე ვფიქრობ, ჩემი აზრია და ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ, მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, გვნახონ ჩვენ, გაგვიცნონ, თორემ ჩვენზე ათასი ჭორი თუ მართალი ითქმევა ხოლმე და მიგვაბამენ ხოლმე რაღაც სივრცეს, მაგრამ ყველამ იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც სჭირდება საქართველოს, სადაც სჭირდება საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას. 

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აშშ-ში ვიზიტზე. განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ის) ინიციატივითა და ორგანიზებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები