აბრეშუმის გზის ფორუმი

შეიხი ნაჰაიანი: 9 ფაქტორი, რის გამოც საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველია

ეკონომიკის სამინისტრო

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ბიზნესმენი და ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰაიანი აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ასახელებს 9 ფაქტორს, რის გამოც საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანაა. ნაჰაიანი საქართველოში ტერაბანკისა და სასტუმრო ბილტმორ თბილისის მფლობელია.

ფაქტორები, რომლებიც ნაჰაიანის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე მეტყველებენ:

  1. "საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მაღალი ზრდა არის ყოველწლიურად."
  2. "საქართველოში ადვილია ბიზნესის კეთება, საქართველო მე-16 ადგილზეა 90 ქვეყანას შორის მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბიზნესის კეთების სიმარტივით, ანუ, ძალიან მარტივია ბიზნესის კეთება."
  3. "საქართველო არის ღია ეკონომიკა, და ის არის 30-ე ადგილზე 167 ქვეყნიდან ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2016 წლის მონაცემებით. "
  4. "საქართველო არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც ხდება ინვესტირება კორუფციის გარეშე. "ტრანსფარანს ინთერნეიშენელის" კორუფციული პარამეტრების მიხედვით მიუთითებს საქართველოს კორუფციისგან თავისუფლებაზე."
  5. "გადასახადების მხრივ ძალიან ხელსაყრელია ინვესტირება, ანგარიშების მიხედვით საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის. 16.4% არის საგადასახადო განაკვეთი, და ის არის მეცხრე ადგილზე ქვეყნებს შორის."
  6. "საზღვრისპირა თანამშრომლობა არის აქტიური და ზუსტად ამიტომ ვართ ამ ფორუმზე. თავისუფალი ვაჭრობის სხვადასხვა შეთანხმემებია ძალაში, მათ შორის ევროკავშირთან დსთ-თან, თურქეთთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან."
  7. "საქართველოს აქვს გეოსტრატეგიული მდებარეობა, ის ლეგენდარული აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ცენტრალური აზია, კავკასია საქართველოს მეშვეობით უერთდება ევროპას, ეს არის დამაკავშირებელი რგოლი ევროპას აზიას შორის, ეს არის უმოკლესი გზა პროდუქციის და საქონლის ტრანსპორტირებისთვის."
  8. "საქართველო არის სასურველი ადგილმდებარეობა ტურისტებისთვის, და სხვა მომხიბვლელობასთან ერთად საქართველოს მთები, ბუნება, ზღვის სანაპირო - ეს არის არაჩველებრივი საშუალება, როგორც ყველა ჩვენგანმა ალბათ მივირთვით უგემრიელესი კერძები."
  9. "საქართველოს ადამიანური რესურსები - მისი ლიდერები, მისი ხელმძღვანელები, დინამურები და შორსმჭვრეტელური ხედვის მქონე ლიდერები, და არის ძლიერი ნება, მზაობა ქართველი ხალხის, რომ უზრუნვეყონ მდგრადი განვითარება, კეთილდღეობა, განათლება, ადამიანური მომენტის განვითარება და ის ნიჭი, რაც მათ ღმერთმა უბოძა, რომ განავითარონ და სრულყონ."

კომენტარები