სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მეხანძრე კი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ქალაქებში ვენტურასა და სანტა პაულაში 27 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი 31,000 ჰექტარზეა გავრცელებული.
ოფიციალური განცხადებით, განადგურებულია 150 შენობა-ნაგებობა, 260,000 ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ძლიერი ხანძრის ჩაქარობას 500 მეხანძრე ცდილობს.