თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.