აშშ-ჩინეთი

ჩინეთი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცივი ომის მენტალობა უნდა მიატოვოს

Reuters

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა აშშ-ს მოუწოდა "მიატოვოს ცივი ომის მენტალობა და ანტაგონისტური თამაში." წინააღმდეგ შემთხვევაში სპიკერის განცხადებით აშშ თავადაც იზარალებს და სხვებსაც აზარალებს.

"ჩინეთი მტკიცედ დაიცავს თავის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და გავითარების უფლებას." თქვა მან და დაამატა, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ფანტაზია, რომ ჩინეთი საკუთარ ინტერესებს ავნებს.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებად სახელდებიან.

„ჩინეთს და რუსეთს სურთ ჩამოაყალიბონ მსოფლიო აშშ-ის ღირებულებების და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩინეთს სურს შეავიწროვოს აშშ რეგიონში, გაზარდოს მისი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური მოდელი და გადააწყოს რეგიონი მისი ინტერესების სასარგებლოდ. რუსეთს სურს აღადგინოს თავისი სუპერძალის სტატუსი და საკუთარ საზღვრებთან გააფართოვოს გავლენის სფეროები.“

„ჩინეთის და რუსეთის ინვესტიციების მიზანს განვითარებად სამყაროში გავლენების გაზრდა და აშშ-ზე შედარებითი უპირატესობის მოპოვება წარმოადგენს. ჩინეთი მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით ინფრასტრუქტურაში. რუსეთი, ასევე, აფიქსირებს საკუთარ გავლენას ეკონომიკურად, საკვანძო ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურის კონტროლის მეშვეობით, ევროპის ნაწილში და ცენტრალურ აზიაში.“

"აშშ მზად უნდა იყოს ამ კონკურენციისათვის. ჩინეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები თუ აქტორები ცნობენ, რომ აშშ ხშირად უყურებს სამყაროს ბინარულ ტერმინებში, რაც გულისხმობს ქვეყნებს, რომლებიც არიან ან "ომში" ან "მშვიდობაში", როდესაც სინამდვილეში ეს არის მუდმივი კონკურენციის არენა. ჩვენი მოწინააღმდეგეები არ დაგვიპირისპირდებიან ჩვენ ჩვენივე წესების დაცვით. ჩვენ გავზრდით ჩვენს კონკურენტუნარიოანობას და მივიღებთ გამოწვევას რათა დავიცვათ ამერიკის ინტერესები და განვავითაროთ ჩვენი ღირებულებები." ნათქვამია ახალ სტრატეგიაში.

კომენტარები