შსს-ის ცნობით, საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შსს-ის ცნობით, ყველა სახის ავტომობილი დაბა ჟინვალში ჩერდება. უწყება მათ ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში განლაგებას ურჩევს.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში მიმავალ მანქანებს, შსს-ის ცნობით, ისინი გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადაადგილებას უახლოეს საათებში ვერ შეძლებენ. უწყება ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ინფორმაციას მძღოლებს ადგილზეც აწვდიან.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველანაირი სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია