ჩვენი მთავარი ამოცანაა საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა. საზოგადოების ნდობის გარეშე შსს-ს საპოლიციო სისტემის რეფორმირება შეუძლებელი იქნება. მესმის, რომ არის ნდობის გარკვეული პრობლემები. არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რისთვისაც მე აქ მოვედი. ჩვენი მხრიდან კარი არის ღია. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და შევთავაზეთ კოლეგებს და საზოგადოებას, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი იყოს მომავალზე ორიენტირებული. ყველას კარგად გვესმის, რომ სისტემის რეფორმირება არის უმნიშვნელოვანესი დღეს, იმ გამოწვევების წინაშე, რომელშიც ჩვენ ვდგავართ... საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა.
tbl.ge/2pec
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეს კომენტარი კულტურის სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ცნობისთვის, სამინისტროში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტზე მწერლებთან და მთარგმნელებთან მიმდინარეობდა შეხვედრა, რა დროსაც, შს მინისტრი მივიდა. ის შეხვედრის მონაწილეებს პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ესაუბრა.
ამავე თემაზე
- შსს-ს ბრიფინგზე სხვა ქვეყნებში აქციების დარბევის ვიდეო გაუშვეს
- შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: მივმართავ მეგობრებს, ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ
- შსს-ს ახალი სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია
- გომელაური ახალ სამაშველო ვერტმფრენზე: ღამით ვერც ეს საფრენი აპარატი ვერ იფრენს
- ვმუშაობთ, რომ ცალკე საცხოვრებლები გაკეთდეს – გომელაური დანაშაულის ჩამდენ მოზარდებზე