საქსტატმა სექტორების მიხედვით, საშუალო ხელფასების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, კონტრაქტით დასაქმებულთა ხელფასები ყველაზე მაღალი სამშენებლო და საფინანსო სექტორებშია, ყველაზე დაბალი კი განათლების სექტორში.
საშუალო ხელფასები სექტორების მიხედვით:
- განათლება - 565 ლარი თვეში
- სოფლის მეურნეობა - 742 ლარი თვეში
- სასტუმროები, რესტორნები - 818 ლარი თვეში
- კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა - 838 ლარი თვეში
- დამამუშავებელი მრეწველობა - 918 ლარი თვეში
- ვაჭრობა - 935 ლარი თვეში
- ჯანდაცვა - 958 ლარი თვეში
- მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა - 1221 ლარი თვეში
- ენერგეტიკა - 1224 ლარი თვეში
- სახელმწიფო მმართველობა - 1296
- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1329 ლარი თვეში
- სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1337 ლარი თვეში
- საფინანსო საქმიანობა - 1861 ლარი თვეში
- მშენებლობა - 1999 ლარი თვეში
წარმოდგენილი სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ მათი ხელფასების კრებით მონაცემს, ვინც ამ სექტორებში ხელშეკრულების შედეგად არის დასაქმებული, ამიტომაც ის რეალური მაჩვენებლისგან შესაძლოა განსხვავდებოდეს.