ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში 66 წლის მამაკაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ინფორმაციას ამი შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
60 წლის ქალი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მას თავის ქალის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობა