ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა

შსს: სამცხე-ჯავახეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე 37 პირი ვამხილეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბრის თვეში, სამცხე-ჯავახეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე 37 პირი ამხილეს.

"სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი 31 ავტომანქანა და 6 სახერხი საამქრო კი დალუქეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები