რაც დავინახე, შესაბამისი სამსახურების საქმიანობაში და განწყობებში, ისინის მაქსიმალურად არიან მონდომებულები, მაქსიმალურად მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება გამოძიების საკითხებზე, ისე რომ გამოძიებამაც არ იზარალოს. ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას, ნუ წარმოვაჩენთ რაღაც ფეთქებად საშიშ ვითარებად. ასეთი დამოკიდებულება, ასეთი განწყობა მართლა შეიძლება უარყოფითად აისახოს იქ არსებულ პირობებზე. ხშირად მეჩვენება, რომ ხელოვნურად დაძაბულობის შექმნას და შემდეგ ასეთი სურათის წარმოჩენას ისახავს მიზნად ზოგიერთი პოლიტიკოსი, ეს არასწორია არასახელმწიფოებრივი მიდგომაა.
tbl.ge/2pw6
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი წევრი გიორგი კახიანი პანკისის სპეცოპერაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამავე თემაზე
- პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე დაიკითხნენ
- სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილი Facebook-ზე ISIS-ს გულშემატკივრობდა
- სესიაშვილი ოპოზიციის კრიტიკაზე: ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა
- მაჩალიკაშვილის მამა სპეცრაზმელზე: იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო
- პრემიერი: როგორც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, ვუსამძიმრებ მაჩალიკაშვილის ოჯახს