გამოძიება აუცილებლად დაადგენს ჭეშმარიტებას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმი ან მასთან დაკავშირებული მოქმედებები არის უმძიმესი დანაშაული, რაც არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მის პერსპექტივებს. ამიტომ ბუნებრივია სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ტერორიზმთან ან მის გამოვლინებასთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ან უსაფრთხოების სამსახურების წინაშე არსებული გამოწვევა, ასევე მძიმე დარტყმას აყენებს საზოგადოების ცივილიზებულ ცხოვრებას და თითოეული ჩვენთაგანის გამოწვევაცაა. ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ტეროროზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს, მათ შორის ჩვენი საზოგადოების შიგნით. უაზრო პოლიტიკური სპეკულაცია, რიგ შემთხვევაში დუმილი ან თვალის დახუჭვა, მიმაჩნია, რომ არის სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმა და ჩვენივე თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკიშ ქვეშ დაყენება. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა სპეცრაზმელი, გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უფრო მეტად დავფიქრდეთ თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები, რომ მსგავსს მოვლენებს ადგილი აღარ ჰქონდეს.
პანკისის სპეცოპერაცია
სესიაშვილი: ბოლო მოვლენებმა აჩვენა, ტერორიზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს
tbl.ge/2pwr
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ტერორიზმისა და პანკისის სპეცოპერაციის შესახებ.
ამავე თემაზე
- პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე დაიკითხნენ
- სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილი Facebook-ზე ISIS-ს გულშემატკივრობდა
- სესიაშვილი ოპოზიციის კრიტიკაზე: ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა
- მაჩალიკაშვილის მამა სპეცრაზმელზე: იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო
- პრემიერი: როგორც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, ვუსამძიმრებ მაჩალიკაშვილის ოჯახს