ამინდის პროგნოზი

17 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლს ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 17 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები თბილისში დღეს, გვიან ღამით თოვლ-ჭყაპს ვარაუდობენ, დედაქალაქის გარეუბნებში კი, ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება. დღეს გვიან ღამით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი, ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი. 

  • 14 იანვარს, დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. მაღალ მთაში მოთოვს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს. 
  • 15–16 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები შენარჩუნდება, ზოგან მოსალოდნელია ნისლი. თბილისში შესაძლოა, ითოვოს.  
  • 15 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთასა და მაღალ მთაში მოთოვს. 
  • 15–17 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში - ახალქალაქი, ბაკურიანი, გუდაური და სტეფანწმინდა - ღამით –15 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

კომენტარები