თურქეთში პეგასუსის თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან შავი ზღვის სანაპიროზე გადავარდა. შემთხვევა შაბათს, 13 იანვარს, ტრაბზონში მოხდა.
თვითმფრინავში 162 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ სამი ადამიანი დაშავდა, თუმცა მსუბუქი ჭრილობებით. ამ დროისთვის თვითმფრინავში მყოფთაგან საფრთხე არც ერთის სიცოცხლეს არ ემუქრება.
Pegasus-ის ავიახაზების განცხადებით, ბოინგი 737-800, ანკარა-ტრაბზონის რეისს ასრულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ტრაბზონში ძლიერი ნისლი იყო და წვიმდა.