კატალონია

კატალონიის პარლამენტმა სპიკერად დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი დანიშნა

ACN

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა სპიკერად ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი, როჯერ ტორენტ რამიო დანიშნა.

მის კანდიდატურას მხარი ორმა მთავარმა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ, "ერთად კატალონიისათვის" და კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკურმა პარტიამ დაუჭირა.

ახლად არჩეული პარლამენტი დღეს პირველად შეიკრიბა და სამთავრობო კოალიციის ფორმირების პროცესი დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია ვერ ჩამოყალიბდება, რეგიონში ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

პარლამენტმა რეგიონის პრეზიდენტიც უნდა დანიშნოს. დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები კარლოს პუჩემონტის კანდიდატურას უჭერენ მხარს, თუმცა, პუჩემონტის მიერ რეგიონის ბრიუსელიდან ვიდეო ჩართვებით მართვის შესაძლებლობას ოფიციალური მადრიდი გამორიცხავს. ესპანეთში ჩასვლის შემთხვევაში კატალონიის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები