ყოველთვის აირჩიეთ ადგილი ფანჯარასთან, იქ გამოძინება უფრო მარტივია.brightside.me
თუ გნებავთ, თვითმფრინავში ნაკლები მგზავრი და მეტი თავისუფალი ადგილი დაგხვდეთ, საფრენად არაპოპულარული დღეები - სამშაბათი და ოთხშაბათი აირჩიეთ.brightside.me
საუკეთესოა, როდესაც გაფრენის დრო თქვენი დაძინების დროს ემთხვევა. ფრენის წინა დღეს 2-3 საათით ადრე გაიღვიძეთ, რაც საშუალებას მოგცემთ, მარტივად დაგეძინოთ ფრენისას.brightside.me
თუ გინდათ, კარგად დაისვენოთ ფრენისას, თქვენი სკამი მაქსიმალურად უკან გადაწიეთ. brightside.me
კარგად მგზავრობისთვის აუცილებელია, გეცვათ კომფორტული ტანსაცმელი. brightside.me
არ გამოიყენოთ ტელეფონი, ლეპტოპი ან პლანშეტი, რადგან ნათება დაძინებაში ხელს გიშლით. ამის მაგივრად იქონიეთ წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ დაძინებაში.brightside.me
თან იქონიეთ პატარა ბალიში, ყურების საცობი და თვალებზე გადასაკრავი.brightside.me
თუ გინდათ, რომ სწრაფად ჩაგეძინოთ, არ დალიოთ ალკოჰოლი ან ყავა, დალიეთ ჩაი ან წყალი. ალკოჰოლი და ყავა თავიდან მოგადუნებთ, შემდეგ კი ძილის ხარისხს დაგირღვევთ.brightside.me
ადამიანები, რომლებსაც თვითმფრინავით ფრენისას მალე ეძინებათ, იღბლიანები არიან.
წაიკითხეთ რჩევები, როგორ გამოვიძინოთ ფრენისას კარგად.