ახალი ბიზნესომბუდსმენი

პრემიერმინისტრმა ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დანიშნა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცემერი ირაკლი ლექვინაძე დანიშნა. კვირიკაშვილმა განცხადება ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

"ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი, ეს არის ირაკლი ლექვინაძე. ირაკლის საზოგადოება იცნობს ძალიან კარგად. მოგეხსენებათ, იგი გახლდათ მერის მოადგილე. პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ. ირაკლის საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ კარგ ტრადიციას რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა ირაკლი გააგრძელებს და ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში. ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა, სწორედ, ეს ინსტიტუტი ძალიან ეფექტური. მინდა, მას წარმატება ვუსურვო." - თქვა პრემიერმინიტრმა. 

ირაკლი ლექვინაძე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას კი 2016 წლამდე გიორგი გახარია იკავებდა, რის შემდეგაც ის ჯერ ეკონომიკის შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას გახარიას ეკონომიკის სამინისტროში გადასვლის შემდეგ ზურაბ ძნელაშვილი ასრულებდა.


 

კომენტარები