სამხედრო ბაზები

ფიტნეს აპლიკაციის რუკებმა აშშ-ის სამხედრო ბაზების სტრუქტურები გამოამჟღავნა

STRAVA

ფიტნეს აპლიკაცია STRAVA-მ მომხმარებლების აქტივობების რუკა გამოაქვეყნა.

რუკაზე სირიაში და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების ტრუქტურაც ჩანს, მათ შორის ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის.

აპლიკაციის შემქმნელების თქმით მათ რუკაზე არ დააქვთ ის აქტივობები, რომლებსაც მომხმარებელი პირადულად ნიშნავს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამერიკელი სამხედროების ნაწილი ამ ფუნქციას არ იყენებდა და შესაბამისად მათი ლოკაცია და გადაადგილება რუკაზე აისახა.

საავიაციო ძალების პოლკოვნიკის, ჯონ ტომასის თქმით აშშ-ის სამხედრო ძალები რუკებს სწავლობენ და მათი გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეებს განიხილავენ.

მისი თქმით სამხედრო ბაზების მდებარეობა ადგილობრივ მოსახლეობაში და სატელიტური სურათებით მეტ-ნაკლებად ცნობილია ხოლმე, თუმცა პრობლემას ამ შემთხვევაში ის წარმოადგენს, რომ აპლიკაციის რუკებზე აქტივობის სიხშირეებიც არის გამოსახული. რაც უფრო ხშირია აქტივობა აღნიშნულ ლოკაციაზე, უფრო მკვეთრი ფერის ხაზებით არის აღნიშნული. გარდა ამისა რუკებზე ბაზების გარეთ განხორციელებული აქტივობებიც არის ასახული, რამაც შესაძლოა ამერიკელ სამხედროებს საფრთხე შეუქმნას.

აპლიკაცია ძირითადად დასავლურ ქვეყნებში არის პოპულარული და ამის გამო რუკებზე ძირითადად ევროპის ქვეყნების და აშშ-ის მოქალაქეების აქტივობებია გამოსახული. რუკებზე ბაგრამის გარდა სირიასა და ერაყში აშშ-ის მიერ გამოყენებული სამხედრო ბაზების, ფოლკლენდის კუნძულებზე დიდი ბრიტანეთის ბაზის და ნიგერიაში საფრანგეთის ბაზის სტრუქტურები ჩანს.

კომენტარები