საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 

აკრძალვა შეეხება კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთს. 

დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, თავისუფალია აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

კომენტარები