კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) გამოკითხვის მიხედვით, 40%-სთვის საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია.
შემდეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პასუხს "არ ვიცი" - 27%. 3-3%-ს ქვეყნის მთავარ მტრად ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი მიაჩნიათ, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ არც ერთი ჩამოთვლილი ქვეყანა საქართველოს მტერი არ არის.
1% ქვეყნის მტრად ყველა ქვეყანას ასახელებს, ხოლო 4% ამ კითხვას არ პასუხობს.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მეგობარს, გამოკითხული მოსახლეობის აზრი ასეთია:
- აშშ - 25%
- აზერბაიჯანი -7%
- უკრაინა- 7%
- თურქეთი - 6%
- რუსეთი - 6%
- სომხეთი - 2%
- სხვა - 5%
- არცერთი - 17%
- არ ვიცი - 24%
- უარი პასუხზე- 2%
CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევის, "კავკასიის ბარომეტრის"საველე სამუშაოები 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. გამოიკითხა 2379 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2%-ია.