არა ჩადებას

მეზვრიშვილი: არა ჩადებას - ამ მესიჯით ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩადებას

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა უწყების გადაწყვეტილებაზე, შეუერთდეს კამპანიას "არა ჩადებას" კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ შსს, "პირველ რიგში, ჩადებას არ აპირებს". 

"ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ „არა ჩადებას“ და ამ მესიჯით ვამბობთ იმას, რომ არ ვაპირებთ, პირველ რიგში, ჩადებას - ეს ერთი და მეორე - ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმისა და ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფა. შესაბამისად, ეს არ არის ის მეთოდები, რომლის გამოყენებასაც სამინისტრო აპირებს. ამ კამპანიასთან შეერთებით ჩვენ ეს პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა რეფორმების, რაც არაერთხელ დააანონსა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველაფერი სწორედ ამისკენ არის მიმართული", - ამბობს მეზივრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა აქციას - არა ჩადებას - რომლითაც მოქალაქეები ნარკოტიკების ჩადებას აპროტესტებენ.

უწყების ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდზე პოსტი #არაჩადებას! გუშინ გამოაქვეყნა

ამ დრომდე, რამდენიმე წლის განმავლობაში მოწოდებით "არა ჩადებას" საპროტესტო აქციები იმართებოდა, სადაც ადამიანთან ჯგუფები არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ მათი მეგობრები სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკების ჩადების გამო არიან დაკავებულები. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მისი მეგობრების ნარკოტიკების ჩადების გამო პროტესტს გამოთქვამდა, პრეზიდენტ მარგველაშვილის შვილი, ანა მარგველაშვილი იყო. 

სამართალდამცველებს ნარკოტიკების ჩადებაში მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალაც ადანაშაულებს, რომელსაც სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები