საბავაშვო ბაღებში შესაძლოა სამუშაო საათები გაიზარდოს. ამის შესახებ, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ერთერთი ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან შეხვედრისას ისაუბრა. გვანცელაძის თქმით, დასაქმებული მშობლებისათვის 18:00 საათზე ბავშვების ბაღიდან გაყვანა პრობლემაა და სწორედ ამიტომ სააღმზრდელო საათების გასახანგრძლივებლად კონცეფცია მუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
"ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღსაზრდელთა მშობლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, 18:00-დან 20:00 საათამდე სერვისია. მისი თქმით, 18:00 საათზე ბავშვების ბაღებიდან გაყვანა დასაქმებული მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამჟამად, სააღმზრდელო საათების გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება." - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.