პარიზში ამინდის გაუარესების გამო ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის დროებით დახურეს. ამის შესახებ განცხადება ეიფელის კოშკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
საფრანგეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს Meteo France-ის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ძლიერი ყინვა და თოვლია მოსალოდნელი. 35 რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სააგენტო მოსახლეობას ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს. ქვეყნის ხელისუფლებამ უსახლკაროებისთვის თავშესაფრები გამოყო.