კრიმინალი

მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ShutterStock

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, პ.კ-ს თავისივე სახლში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მამასთან - გ.კ-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გ.კ.-ს დანა გულმკერდის არეში დაარტყა. მიღებული ჭრილობის შედეგად გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა პ.კ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები