ეს არის სრული აბსურდი და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.
ჯანელიძე მუხთარლიზე: უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკური განცხადებები მიუღებელია
tbl.ge/2rvt
დაკოპირდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აფგან მუხთარლის განცხადებას ეხმაურება. ჟურნალისტის განცხადებით, კრიმინალურ პოლიციას მისი გატაცების უფლება პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა მისცა და ამის შესახებ იცოდა ექსპრემიერმა ივანიშვილმაც. გარდა ამისა, მუხთარლიმ რუსთავი 2-თან თქვა, რომ "ქართველი ხალხი აღარ მოუთმენს პრემიერ კვირიკაშვილს" და "ამ მთავრობის მმართველობის ბოლო ვადაა".