ჯანმრთლობისთვის საშიში სუნელები

ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელების დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოძიებით დაადგინეს, რომ ბრალდებული ერთერთ საამქროში ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებებით სუნელებს ამზადებდა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის." - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმიდნარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები