ავიაკატასტროფა ირანში

მარგველაშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს.

საქართველოს პრეზიდენტი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამგზავრო თითმფრინავის ჩამოვარდნას ირანში 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები