Berlinale

ქართველ მსახიობს ბერლინალეზე ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

სინემანია

ქართველ მსახიობს, ირაკლი კვირიკაძეს ბერლინში, კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. 

ის 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა, რომლებსაც European Shooting Stars Award გადაეცათ.

European Film Promotion-მა ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის წარადგინეს.

კომენტარები