ქართული დამწერლობა, ენა იმისთვის არ დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ქალაქის მთავარ ქუჩებში მხოლოდ უცხოური წარწერები იყოს. ჩვენ მივესალმებით მერის ინიციატივას, რომ ამ მიმართულებით ადმინისტრირება გახდეს უფრო აქტიური. ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მერიასთან ერთად, რათა უფრო ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩო შეიქმნას. ქართული დამწერლობა არის ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი იდენტობის ნაწილი, საქართველოს სიმბოლო და ბუნებრივია, ყველასთვის, მათ შორის ბიზნესსუბიექტისთვის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ კანონის ეს მოთხოვნა დაიცვას და პატივი სცეს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისთვის და ბიზნესაც აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ეს მოთხოვნა და წარწერები გააკეთოს ქართულ ენაზე.
არჩილ თალაკვაძე
თალაკვაძე: წინაპრებმა დამწერლობა, ენა ქუჩებში მხოლოდ უცხოური წარწერებისთვის არ დაგვიტოვეს
tbl.ge/2svn
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატმა ეს განცხადება ახვლედიანის ქუჩაზე გააკეთა, სადაც თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა. კახა კალაძის თქმით, ფასადებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობა პრობლემაა და ამ მიმართულებით მერია ძალიან მკაცრი იქნება.
ამავე თემაზე
- თალაკვაძე: მიყვარს თავისუფალ დროს ჯინსებით და ტყავის ქურთუკით გასეირნება
- თალაკვაძე: საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
- თალაკვაძე ილია II-ს: თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო
- თალაკვაძე: მომავალი წელი, ისე როგორც არასოდეს, ერთმანეთზე ზრუნვას მოითხოვს
- "რამდენიმე დღეში ვბრუნდები. Comeback" - თალაკვაძის ფოტო Facebook-ზე