კრიმინალი

ესპანეთის პოლიციამ ესპანურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავა

Right Spain

ბარსელონას პოლიციამ ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით 4 ადამიანისგან (3 კაცი და 1 ქალი) შემდგარი ესპანურ-ქართული დაჯგუფება დააკავა. ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულების ასაკი 34-დან 38 წლამდე მერყეობს. 

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თაღლითური დაჯგუფების ფოკუს-ჯგუფი, ძირითადად, ხანში შესული ადამიანები იყვნენ. ამასთან, დაჯგუფება ცდილობდა მოეძებნა ისეთი პოტენციური მსხვერპლი, რომელსაც სხვადასხვა დაავადება აღენიშნებოდათ, მაგალითად ალცჰაიმერი ან პარკინსონი. 

ბარსელონას პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი 2017 წლის ოქტომბრიდან აგროვებდა შესაბამის მასალებს დაჯგუფების დასაპატიმრებლად. თაღლითური ჯგუფი ყოველთვის ერთნაირად მოქმედებდა: დაკავებული ქალი ურეკავდა პოტენციურ მსხვერპლს, ეუბნებოდა, რომ აირის შემოწმების სამსახურიდან რეკავდა, რათა შემოწმება ჩაეტარებინა და მათთან მისვლის დროებს ათანხმებდა. ამის შემდეგ, შესაბამის ლოგოიან ტანსაცმელში გამოწყობილი დაჯგუფების წევრები მსხვერპლთან მიდიოდნენ და სანამ ერთი მას ლაპარაკით ართობდა, დაჯგუფების დანარჩენი წევრები სახლიდან ძვირფას ნივთებს, სამკაულებსა და ფულს იპარავდნენ. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ დრომდე დაჯგუფებამ 21 კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა.

22 თებერვალს პოლიციამ დაჯგუფების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც ნივთმტკიცებად ამოიღო 240 ევრო, სამკაული, მობილურების ნომრები და ნაძარცვი სახლებიდან წამოღებული ფოტოები, ლეპტოპი, კომპანიის ლოგოიანი ტანსაცმელი და 22 კალიბრის ცეცხლმაქრი. ამასთან, გამზადებული დოკუმენტები, სადაც მათ პოტენციური მსხვერპლების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ გამზადებული. 

დაკავებულები სასამართლოს წინაშე 24 თებერვალს წარდგნენ. მოსამართლემ, დაჯგუფების ლიდერის გარდა, ყველა წევრებს პატიმრობა გირავნობით შეუცვალა. დაჯგუფების ლიდერი კი სასამართლოდანვე გადაიყვანეს ციხეში.  

კომენტარები