კილაძე: მართლაც ცოტა უცნაურია, დაწყებული ზაფხულიდან, ამდენი ხანძარი ქვეყანაში

თუ არსებობს კითხვის ნიშნები, ბუნებრივია, სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს. მართლაც, ცოტა უცნაურია, დაწყებული ზაფხულიდან, ამდენი ხანძარი ქვეყანაში, ეს ძალიან ცუდია და ამან დიდი ზიანი მიაყენა მთლიანად ქვეყანას. ძალიან მძიმე იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც ლუკმაპურს შოულობენ ამ ბაზრობაზე. მგონია, რომ შესაძლებელია აქ კითხვის ნიშნები დაისვას. თუმცა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გაჩენილი ხანძარი ხელოვნურად. ხანძარი არის ის თემა, სადაც გამოძიებას ძალიან უჭირს სიმართლის დადგენა და არა მხოლოდ საქართველოში, რადგან არის რაღაც დეტალები, რომელიც გამოსაკვლევად ძალიან რთულია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სავაჭრო ცენტში გუშინ გაჩენილ ხანძარზე. კილაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები