ხანძარი

სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევა 1 მარტს უნდა ამოქმედდეს

ტაბულა

2018 წლის 1 მარტს ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლითაც მასობრივი თავშეყრის ობიექტები - სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, 100-ნომერზე დიდი სასტუმროები სავალდებულო წესით უნდა იყოს დაზღვეული. სავალდებულო დაზღვევა ავტოგასამართ სადგურებსაც ეხება.

ტაბულასთან საუბარში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდეველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრები უკვე დაზღვეულები არიან, ხოლო გუშინ დამწვარი სავაჭრო ცენტრი კი დაზღვეული არ იყო.

"საუბარია პასუხისმგებლობაზე, არის ადმინისტრატორი, რომელიც მართავს ბაზრობას/სავაჭრო ცენტრს, ამ ადმინისტრატორის ბრალეულობით თუ რაღაც მოხდა და ზიანი მიადგათ იქ მყოფებს, მოვაჭრეებსა თუ ფიზიკურ პირებს, თავისთავად სადაზღვევო კომპანია ამას აანაზღაურებს. ეს არის პასუხისმგებლობის დაზღვევა რა მიმართულებითაც მივდივართ ჩვენ. მოვაჭრეებზე არაა საუბარი, საუბარია ობიექტების ადმინისტრატორებზე, მათ უწესდებათ მესამე პირის წინაშე წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება", - ამბობს სულამანიძე.

სულამანიძის თქმით, დადგენილება დაახლოებით 120 სასტუმროს, 200 ბაზრობას და 1900 ავტოგასამართ სადგურს ეხება. სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ამ ობიექტების უმეტესობა სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზეა.

"მიზანია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი ხდომილებებისას როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და/ან ქონებას, მოხდეს მიყენებული ზიანის მიტიგაცია და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა. როგორც ცნობილია, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში შესაძლო ფინანსური დანაკარგების მართვის მიღებულ საშუალებად მიიჩნევა დაზღვევა", - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

კომენტარები