"თერგსა" და "ქალაქის" გულში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

ტაბულა

"თერგსა" და "ქალაქის გულში" ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. სავაჭრო ცენტრებში სულ 5000 კვ.მ ფართობი დაიწვა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადილემ განუცხადა.

"ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთლიანობაში დამწვარია დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა 30 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 150 მეხანძრე-მაშველი. უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებებისთვის ადგილზე დარჩება 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - აცხადებს მამუკა ყირიმელი.

შპს "თერგის" სავაჭრო ცენტრებს ცეცხლი 26 თებერვალს, გვიან ღამით გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ დამწვარი ბაზრობა ორი დღის შემდეგ, 1 მარტს სავალდებულო წესით უნდა დაზღვეულიყო. სწორედ 1 მარტს უნდა ამოქმედდეს მთავრობის დადგენილება, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანის სავალდებულო წესით დაზღვევა დაევალებათ.

კომენტარები