ვითარება საავტომობილო გზებზე

ზვავსაშიშროება გუდაური-კობის მონაკვეთზე - აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. ამის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობს.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

კომენტარები