ვითარება საავტომობილო გზებზე

შუხუთი-აცანას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად, განმეორებით ჩამოვიდა მიწა კლდის-ნაშალი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. 

კომენტარები