კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა სილამაზის კონკურსზე, Miss Trans Star International 2018-ზე საქართველოს სახელით გამოვა.
ამის შესახებ აბრამიძემ საკუთარ Facebook-ზე დაწერა და კონკურსიდან მოსული ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა.
"გილოცავთ, თქვენ წარადგენთ თქვენს ქვეყანას Miss Trans Star International 2018-ზე. ჩვენ მოხარულები ვართ თქვენი მიღებით ჩვენს ოჯახში. მომდევნო დღეებში ჩვენი ორგანიზაცია დაგიკავშირდებათ და მეტ ინფორმაციას მოგაწვდით, ახლა კი შეგიძლიათ ყველას უთხრათ, რომ კონკურსზე თქვენი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ხართ" - წერია წერილში.
Miss Trans Star International 2010 წლიდან ტარდება. კონკურსი პირველად ესპანეთში, კატალონიაში ჩატარდა.