ამინდის პროგნოზი

წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი - გარემოს სააგენტოს პროგნოზი 8-10 მარტისთვის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან - ძლიერი.

9 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან, სინოპტიკოსები დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. 10 მარტს, ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი იქნება, მაღალმთიან ზონაში - ქარბუქი, ზღვაზე კი, 4-5 ბალიანი შტორმი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები