ვითარება გზებზე

ხვალ, სპორტული ღონისძიების გამო, აღმაშენებელზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 11 მარტს აღმაშენებლის გამზირის ნაწილი რამდენიმე საათით დაიკეტება.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ჩუღურეთის რაიონის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება "ჩემი გაზაფხულია".

აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა ხვალ სანკტ პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, 10:30-დან 12:00 საათამდე აიკრძალება.

"მარათონი - "ჩემი გაზაფხული" ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან მეოთხედ იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. ღონისძიებაში მონაწილეობას  ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

კომენტარები