ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებოდნენ და სოფელ წილკანში დაბრუნების საშუალება არ ეძლეოდათ.